17 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
Bild: "გვარდიოლა სიტიში წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებს"

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

გერმანული Bild-ის ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი მანჩესტერ სიტის ჩაუდგება სათავეში, სადაც მისი ხელფასი წელიწადში 25 მილიონი ევრო იქნება. თუ მოვლენები ასე განვითარდა გვარდიოლა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

მიუნხენის ბაიერნს კი მომავალი სეზონიდან კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებს, რომელმაც კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

 

წყარო: Bild

დღის ამბები