17 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
რაფაელ ნადალი - "ჩემი ბედით კმაყოფილი ვარ"

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა იმ ტრავმებზე ისაუბრა, რომელმაც მის კარიერაზე გავლენა იქონია.

"2012 წელს შესანიშნავად ვთამაშობდი, თუმცა 7 თვიანი ტრავმა მივიღე. 2014 წელს პირველი ჩოგანი ვიყავი, მაგრამ ვარჯიშის დროს მაჯა დავიზიანე. მთლიანობაში მე უფრო მეტი ტურნირი მაქვს გამოტოვებული, ვიდრე ფედერერსა და ჯოკოვიჩს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ უიღბლო ვარ, პირიქით ჩემი ბედით კმაყოფილი ვარ. დიდი სლემის 14 ტიტული და ოლიმიური ოქრო არსად არ წავა," - განაცხადა ნადალმა.

რაფაელ ნადალი ATP-ის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.

 

წყარო: tennis.com

დღის ამბები