მილანის ყოფილი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო მიიჩნევს, რომ კლუბმა სინიშა მიჰაილოვიჩს მეტი დრო უნდა მისცეს.
"ვფიქრობ, რომ მიჰაილოვიჩს მეტი დრო უნდა მისცენ. მან მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა და ამ დროის განმავლობაში მილანის შესრულებით რამდენიმე კარგი მატჩი ვნახე", - განაცხადა შევჩენკომ.
ანდრეი შევჩენკო მილანის ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა.
წყარო: goal.com