ბრიტანული The Sun-ის ჟურნალისტებბა მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელს, ლუი ვან გაალს, თხოვნა შეუსრულეს და ბოდიში მოუხადეს.
23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მედიას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ იმის გამო, რომ მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ წერდნენ.
24 დეკემბერს გამოვიდა The Sun-ის ნომერი, რომლის გარეკანიც ვან გაალს დაეთმო.
"ვან გაალმა ბოდიში მოითხოვა, ამიტომ გვაპატიე. გვაპატიე, რომ 6 მატჩია, არ მოგიგია. გვაპატიე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩი. გვაპატიე, რომ ამ ყველაფრისთვის შენ 250 მილიონი ფუნტი დახარჯე. მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებო, ძალიან გვწყდება გული, რომ ვან გაალი ისევ რჩება,“- ასეთი იყო The Sun-ის პასუხი.
წყარო: The Sun