ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, გუუს ჰიდინკმა, გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
"მე ჩემს ფეხბურთელებს 3 მიზანი დავუსახე. პირველი - პრემიერლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებაა, რაც მათემატიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია. მეორე- ჩემპიონთა ლიგის მოგება და მესამე - ინგლისის თასი. ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები,"-განაცხადა ჰოლანდიელმა.
გუუს ჰიდინკი ჩელსიში ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. პრემიერლიგაში არისტოკრატები 17 ტურის შემდეგ მეთხუთმეტე ადგილს იკავებენ და პირველ ოთხეულს 11 ქულით ჩამორჩებიან.
წყარო: goal.com