ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის პრეს-ცენტრის წარმომადგენელს დაბადების დღე სიმღერით მიულოცა.
"პირველი, რასაც ვიტყვი, არის ის, რომ დღეს მეთის დაბადების დღეა. გთხოვთ, მივულოცოთ,“ -განაცხადა გერმანელმა.
დღეს ლივერპული საკუთარ მოედანზე ლესტერს უმასპინძლებს.
ინგლისის პრემიერლიგაში მერსისაიდელები 17 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილს იკავებენ.