ცნობილი გახდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვის წინასწარი შედეგები.
ყველაზე მეტი ხმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმა მოაგროვა (719235).
მეორე და მესამე ადგილებს სტეფან კარი და ლებრონ ჯეიმსი იკავებენ, შესაბამისად 510202 და 357937 ხმით.
NBA-ის "ოლ სტარი" 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება.
წყარო: nba.com