რაფაელ ნადალის ბიძამ, ტონი ნადალმა განაცხადა, რომ ესპანელი ჩოგბურთელი ძველ ფორმას იბრუნებს.
"ვფიქრობ, რომ რაფელს ჯოკოვიჩთან კონკურენცია შეუძლია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არ ვიცი ნადალი ხშირად დაამარცხებს თუ არა ჯოკოვიჩს, მაგრამ ის ამ გამოწვევისთვის მზადაა და მოუთმენლად ელის მომდევნო შეხვედრას," - განაცხადა ტონი ნადალმა.
ესპანელი და სერბი ჩოგბურთელები ერთმანეთს 46-ჯერ შეხვდნენ და ბალანსი თანაბარია 23-23.
წყარო: eurosport