ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, საკუთარ მომევალზე გააკეთა კომენტარი.
"სანამ სხეული შესაძლებლობას მომცემს, მზად ვარ ვითამაშო. მე მიზიდავს აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ან ბრაზილიაში თამაში. რამდენიმე კვირას მოსაფიქრებლად ავიღებ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ," - განაცხადა ფეხბურთელმა.
რონალდინიოს ბოლო კლუბი ბრაზილიური ფლუმინენსე იყო, რომელთანაც კონტრაქტი ორმაგი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
წყარო: eurosport