17 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ზაზა ფაჩულიამ მეთექვსმეტე ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსმა საკუთარ მოედანზე ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და მეტოქე 118:111 დაამარცხა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა. ფაჩულიამ შეხვედრაში 17 ქულა და 12 მოხსნა შეასრულა, მაშინ როდესაც ევრობასკეტ2015-ის საუკეთესო კალათბურთელის, პაუ გასოლის ანგარიშზე, 18 ქულა და 9 მოხსნა იყო.

16 ორმაგი დუბლით ფაჩულიას ლიგაში მეოთხე მაჩვენებელი აქვს.

17 მოგებითა და 13 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.

 

ფოტო: mavs.com

დღის ამბები