17 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
სტანისლას ვავრინკა - "დიდ ოთხეულთან მიახლოებას არ ვცდილობ"

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, სტანისლას ვავრინკამ, მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერებზე ისაუბრა.

"ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი და მიურეი ლეგენდარული მოთამაშეები არიან. მათ უკანასკნელი ათის წლის განმავლობაში ისტორია შექმნეს. მე მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ვარ, თუმცა თავისი მიღწევებით საუკეთესო ოთხეულად სწორედ ისინი მიიჩნევიან. მე არ ვცდილობ, რომ მათ მივუახლოვდე", - განაცხადა ვავრინკამ.

სტანისლას ვავრინკამ მიმდინარე წელს როლან გაროსის ტურნირი მოიგო.

 

წყარო: tennisworldusa.org

დღის ამბები