ესპანეთში საბავშო ტურნირი La Liga Promises გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით მადრიდის რეალის ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო, დაესწრო.
ბარსელონას ბავშვთა გუნდის წევრები რაულს აღტაცებით შეეგებნენ და მასთან სამახსოვრო სურათის გადაღება სურდათ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მათ ამის უფლება არ მისცა.
ამის შემდეგ საქმეში ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, ჩაერთო და საბოოლოდ ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებმა რაულთან სურათის გადაღება მოახერხეს.
რაული მადრიდის რეალის ღირსებას 1994-2010 წლებში იცავდა, ვეტერანმა ფეხბურთელმა კარიერა 2015 წლის ნოემბერში დაასრულა.
წყარო: as.com