17 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"შესაძლოა ეს იყოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე იოლი შანსი, რომელიც პერ მერტეზაკერმა ვერ გამოიყენა"

ინგლისის პრემიერლიგაში მეცხრამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ლონდონის არსენალმა  ბორნუთს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეხვედრის 34-ე წუთზე მეთოფეების კაპიტანს, პერ მერტეზაკერს, ძელიდან ასხლეტილი ბურთი თავზე მოხვდა და მოედანი დატოვა. Eurosport-ის შეფასებით - "შესაძლოა ეს იყოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე იოლი შანსი, რომელიც ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა"

ტურის ცენტრარული შეხვედრა კი მანჩესტერში გაიმართა, სადაც უნაიტედმა ჩელსის უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

შედეგად ამ დროისთვის პრემიერლიგას არსენალი 39 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე 38 ქულით ლესტერი იმყოფება, რომელიც თავის შეხვედრას დღეს, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კრისტალ პალასი 0:0 სუონსი

ევერტონი 3:4 სტოკ სიტი

ნორვიჩი 2:0

ვოტფორდი 1:2 ტოტენჰემი

ვესტ ბრომვიჩი 1:0 ნიუკასლი

არსენალი 2:0 ბორნუთი

მანჩესტერ უნაიტედი 0:0 ჩელსი

ვესტ ჰემი 2:1 საუთჰემპტონი

 

წყარო: eurosport

დღის ამბები