ლონდოის არსენალის მეკარემ, პიტერ ჩეხმა, პრემიერლიგაში "მშრალი მატჩების" მხრივ, რეკორდი დაამყარა.
33 წლის ფეხბურთელს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 170 მატჩში არ აქვს გოლი გაშვებული, ამისთვის ჩეხს 352 შეხვედრის გამართვა დასჭირდა.
წინა მიღწევა დევიდ ჯეიმსს ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 169 "მშრალი მატჩია".
არსენალი 19 ტურის შემდეგ პრემიერლიგას 39 ქულით ლიდერობს. მეთოფეებს 1 ქულით ლესტერი ჩამორჩება, რომელიც თავის შეხვედრას დღეს, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.
წყარო: პრემიერლიგის ოფიციალური Twitter-ს გვერდი.