ორშაბათს ბარსელონამ სერხი გვარდიოლასთან გააფორმა კონტრაქტი, რომელსაც ახალგაზრდულ გუნდში უნდა ეასპარეზა, თუმცა 3 საათში ბლაუგრანამ ფეხბურთელთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა.
ამის მიზეზი Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსია, რომელიც გვარდიოლამ 2013 წელს დაწერა. HALLA MADRID - ასეთი იყო 19 წლის ფეხბურთელის სტატუსი, რომელშიც ბარსელონა სალანძღავი სიტყვებით იყო მოხსენიებული.
"ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი. მინდა ბარსელონას ბოდიში მოვუხადო. ზუსტად მესმის მათი გადაწყვეტილება. ეს მე არ დამიწერია. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მობილური მთხოვა და სტატუსიც მან გამოაქვეყნა. ეს უბრალო ხუმრობა იყო, რომლის არსებობის შესახებ არ ვიცოდი,"-განაცხადა სერხი გვარდიოლამ.
ბარსელონა 35 ქულით ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს.
*სერხი გვარდიოლას არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს ბარსელონას ყოფილ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან.
წყარო: eurosport