17 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ფაჩულიამ თავის ყოფილ გუნდთან 17 ქულა მოაგროვა

ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველი ცენტრის დამაჯერებელი თამაშის წყალობით, დალასმა საკუთარ მოედანზე მილუოკი ბაქსი ანგარიშით 103-93 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 35:46 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო შეხვედრას დალასი 31 დეკემბერს გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ გამართავს.
18 მოგებითა და 13 მარცხით, ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.

დღის ამბები