NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ უორიორზმა, საკრამენტო კინგზს უმასპინძლა და მეტოქე 122:103 დაამარცხა.
ოკლენდელების ლიდერმა, სტეფან კარიმ, მეორე მეოთხედის ბოლო 3 წუთში 17 ქულა მიითვალა, მთლიანობაში კი მის ანგარიშზე სამმაგი დუბლია - 23 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი.
დასავლეთ კონფერენციაში გოლდენ სტეიტი პირველზე, ხოლო საკრამენტო მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება.
წყარო: გოლდენ სტეიტის Twitter-ის ოფიციალური გვერდი.