17 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ტუნისელი მსაჯი მატჩის დროს ატირდა

ტუნისელმა მსაჯმა, იასინ ხარუშმა, ბიზერტესა და მარკას მატჩის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

ბიზერტეს გულშემატკივრები მსაჯის ოხაჯის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც არბიტრი იძულებული გახდა მატჩი დროებით შეეჩერებინა.

"ასეთი დამამცირებელი სიტყვების შემდეგ, რთულია ცრემლების შეკავება. არავის არ სიამოვნებს, როდესაც მის ოჯახს ცუდათ მოიხსენიებენ," - განაცხადა მატჩის შემდეგ, იასინ ხარუშმა.

მატჩი ბიზერტეს გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები