მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
"როდესაც ფეხბურთელები ასეთ თამაშს აჩვენებენ, არანაირი საფუძველი არ მაქვს გადავდგე. შეიძლება მედიას ჩემი წასვლა სურს, თუმცა ამას არ ვაპირებ. ფეხბურთელები ჩემთვის იბრძვიან", - განაცხადა ვან გაალმა.
მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 30 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.
წყარო: eurosport