ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ბეტისს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.
ბლაუგრანას არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგაში მე-500-ე მატჩი ჩაატარა და 425-ე გოლის გატანა მოახერხა. ბარსელონას ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მესის დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ერთად 26 ტიტული მოიპოვა.
მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე რეალ სოსედადი მიიღო და 3:1 დაამარცხა. ატლეტიკომ კი სტუმრად რაიო ვალეკანოს 0:2 მოუგო.
შედეგად ლა ლიგას ბარსელონა 38 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ატლეტიკოა, ხოლო მესამე პოზიციაზე მადრიდის რეალი იმყოფება.
ლევანტე 0:1 მალაგა
მადრიდის რეალი 3:1 რეალ სოსედადი
რაიო ვალეკანო 0:2 ატლეტიკო
სევილია 2:0 ესპანიოლი
ეიბარი 2:0 ხიხონის სპორტინგი
ბარსელონა 4:0 ბეტისი
სელტა 0:1 ბილბაოს ატლეტიკი
ხეტაფე 0:0 დეპორტივო.
*ბარსელონას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო პრიმერა დივიზიონში 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვიდეო: goalsarena.org