რამდენიმე წუთის წინ დასრულდა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩი დალას მავერიქსსა და გოლდენ სტეიტ ვორიორს შორის.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა მეტოქე 114: 91 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და გუნდს 14 ქულა, 15 მოხსნა შესძინა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნმა მიმდინარე სეზონში მეჩვიდმეტე ორმაგი დუბლი შეასრულა.
ფაჩულია მოედანზე ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა.
შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა ვორიორსის ლიდერმა, სტეფან კარიმ.