NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში სან ანტონიო სპურსმა ფინიქსს სანზს უმასპინძლა და მეტოქე 112:79 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ლამარკუს ოლდრიჯი იყო, რომელმაც 21 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
დასავლეთ კონფერენციაში სან ანტონიო მეორე, ხოლო ფინიქსი მეცამეტე ადგილზე იმყოფება.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
შარლოტი - კლიპერსი 117:122
ორლანდო - ბრუკლინი 100:93
ბოსტონი - ლეიკერსი 104:112
ტორონტო - ვაშინგტონი 94:91
ჩიკაგო - ინდიანა 102:100
მინესოტა - იუტა 94:80
დალასი - გოლდენ სტეიტი 114:91
პორტლენდი - დენვერი 110:103
საკრამენტო - ფილადელფია 105:110