17 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
როჯერ ფედერერი - "2009 წელს კარიერის დასრულება შემეძლო"

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ 2009 წელს, როლან გაროსის მოგების შემდეგ კარიერის დასრულება შეეძლო.

"ეს შესანიშნავი გრძნობა იყო, მაშინ კარიერის დასრულებაც კი შემეძლო," - განაცხადა ფედერერმა.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩად 2001 წლის უიმბლდონის ფინალი დაასახელა, რომელშიც პიტ სამპრასი დაამარცხა (7:6, 5:7, 6:4, 6:7, 7:5).

"მატჩი, რომელიც ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, შეხვედრის მიმდინარეობისას ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ თუ სამპრასს მოვუგებდი, მაშინ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შემეძლო. ბავშვობიდან ვოცნებობდი ასეთ ლეგენდასთან თამაშზე," - განაცხადა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა.

როჯერ ფედერერს დიდი სლემის 17 ტიტული აქვს მოგებული.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები