ბრაზილიურმა კლუბმა იბისმა, საკუთარი გულშემატკივრების გამხიარულება გადაწყვიტა და Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია.
ყოველი მარცხის შემდეგ, პორტუგალიელი მწვრთნელი ყუთში ჩასმულ კატას მიიღებს, ხოლო თუ გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდება, მაშინ მოურინიოს ხელფასს გაუზრდიან.
იბისი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს მოურინიოს, თუ გუნდი კარგი შედეგების ჩვენებას დაიწყებს ან ზედიზედ ორ მატჩს მოიგებს.
იბისი ოფიციალურად ატარებს მსოფლიოში ყველაზე "ცუდი გუნდის" სახელს. 1984 წელს ბრაზილიური კლუბი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, რადგან 3 წლისა და 11 თვის განმავლობაში ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.
წყარო: eurosport