ნიუ ორლეანთან მატჩში დალასის ხელმღძღვანელობამ გუნდის ლიდერების დასვენება გადაწყვიტა. ამის მიზეზი კი 1 დღით ადრე ტეხასში გამართული დაპირისპირება გახდა, სადაც 2-ოვერტაიმიან დაძაბულ ბრძოლაში დალასელებმა საკრამენტო 117:116 დაამარცხეს.
ნიუ ორლეანთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ზაზა ფაჩულიას, დირკ ნოვიცკის, დერონ უილიამსს, ვესლი მეთიუზს, თუმცა დალასმა სასტარტო ხუთეულის 4 წევრის გარეშეც მეტოქე 100:91 დაამნარცხა.
21 მოგებითა და 15 მარცხით დალას მავერიქსი დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზე იმყოფება.