ესპანეთის თასის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბარსელონამ ესპანიოლს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
შეხვედრის მეორე ტაიმში ესპანიოლის მეკარემ, პო ლოპესმა, ლიონელ მესის ფეხი განზრახ დააბიჯა, რამაც არგენტინლის გაღიზიანება გამოიწვია.
მესიმ ესპანიოლის წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საპასუხო შეხვედრა 13 იანვარს გაიმართება.
წყარო: eurosport