2001 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ზინედინ ზიდანი იუვენტუსიდან მადრიდის რეალში, იმ დროისთვის ფეხბურთში რეკორდული თანხით - დაახლოებით 75 მილიონი ევრო, გადავიდა.
ფრანგ ფეხბურთელს ლა ლიგაში სამეფო კლუბის შემადგენლობაში დებიუტი დეპორტივოს წინააღმდეგ ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველ მატჩში იტალიურ რომას დაუპირისპირდა.
დღეს ზიდანი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელია. მისი დებიუტი ბლანკოსის თავკაცის პოსტზე 9 იანვარს დეპორტივოს წინააღმდეგ გაიმართება, ჩემპიონთა ლიგაზე კი ზიდანის მიერ გაწვრთნილი რეალი 17 თებერვალს რომას დაუპირისპირდება.