FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წინა თვესთან შედარებით 2 ადგილით დაწინაურდა და 286 ქულით 120-ე ადგილს იკავებს.
FIFA-ს რეიტინგს ისევ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე არგენტინა, ხოლო მესამეზე ესპანეთი იმყოფება.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები კი 1347 ქულით რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა.
წყარო: FIFA.com