მანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელი ნახევარმცველი, ადან იანუზაი, რომელიც 1 წლიანი იჯარის წესით დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავდა, ინგლისურ კლუბში დაბრუნდა.
იჯარის გაწყვეტა კლუბებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
Goal.com-ის ინფორმაციით, ბორუსიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის ინიციატორი თავად ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 160 წუთი ითამაშა და 10 დეკემბრის შემდეგ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.
სავარაუდოდ, იანუზაი ორშაბათს იუნაიტედი-რედინგის დაპირისპირებაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
წყარო: manutd.com, Goal.com