NBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა NBA All-Star voting-ის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
დასავლეთ კონფერენციიდან დალას მავერიქსის ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია, 194.421 ხმით მე-8-ე ადგილზე იმყოფება. რეიტინგს კობი ბრაინტი ლიდერობს.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილე კალათბურთელების საბოლოო შერჩევამდე 11 დღეა დარჩენილი. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ სამეულში უნდა მოხვდეს.
მიმდინარე სეზონში ზაზა ფაჩულიას დალასის შემადგენლობაში 18 ორმაგი დუბლი აქვს შესრულებული.