NBA All-Star voting-ის შუალედური მონაცემების გამოაქვეყნებას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა.
"გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა, ალბათ, არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ, რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია," - დაწერა ფაჩულიამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
დასავლეთ კონფერენციიდან დალას მავერიქსის ქართველი ცენტრი 194.421 ხმით მე-8-ე ადგილზე იმყოფება.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილე კალათბურთელების საბოლოო შერჩევამდე 10 დღეა დარჩენილი. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ფაჩულია პირველ სამეულში უნდა მოხვდეს.
წყარო: ზაზა ფაჩულიას ოფიციალური Facebook-ის გვერდი