17 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
"მე 5 ტიტული მაქვს და შენ რამდენი, იდიოტო?" - ლუის სუარესი ესპანიოლის მეკარეს დაუპირისპირდა

ესპანეთის თასის მერვედფინალურ მატჩში ბარსელონამ ესპანიოლს უმასპინძლა.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს ბლაუგრანას ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, ესპანიოლის მეკარის, პო ლოპესის, უხეშობამ გაღიზიანა.

"მე 5 ტუტული მაქვს და შენ რამდენი, იდიოტო?,"- მიმართა სუარესმა მეკარეს.

ურუგვაელი ფეხბურთელი სიტყვიერად ესპანიოლის ნახევარმცველს, პაპაკული დიოპსაც დაუპირისპირდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დიოპი მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიოპი წყობიდან იყო გამოსული, რადგანაც სუარესმა მას რასისტული ხასიათის შეურაცყოფა მიაყენა.

კატალონიური დერბი ბარსელონას გამარჯვებით 4:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 13 იანვარს გაიმართება.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები