17 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ზიდანი ცუდი ადამიანია - რაიმონ დომენეკი

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა, ზინედინ ზიდანზე კომენატარი გააკეთა.

"ზიდანი დაუჯერებლად ნიჭიერი და კრეატიული ფეხბურთელი იყო. ის მოედანზე იმის აკეთებდა, რაზეც სხვებს ფიქრიც კი არ შეეძლოთ. ზიდანი მითია, მაგრამ მითები ხალში მხოლოდ დადებით ემოციებს არ იწვევს. ის უბრალო ვარსკვლავი არაა, ზიდანი ცუდი ადამიანია. ფრანგი ყველაფერზეა წამსვლელი და ამის გამო მიიჩნევენ ადამიან-ღმერთად. 2006 წელს მატერაცისთვის თავის ჩარტყმაც მითის ნაწილია. ხალხი ამას, როგორც 1 ადამიანის ისტორიას, ისე განიხილავს და არავის აინტერესებს, რას გრძნობდა იმ მომენტში ანრი, ვიეირა, მალუდა და სხვები. ზიდანი არასწორად მოიქცა და ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება რეალის მწვრთნელის რანგში ზიდანს, როდესაც მისი ფეხბურთელი კონტროლს დაკარგავს და მას ყველა გეგმას ჩაუშლის," - განაცხადა დომენეკმა.

რაიმონ დომენეკი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი 2004-2010 წლებში იყო. მისი ხელმძღვანელობით "მამლები" 2006 წელს მსოფლიოს ვიცეჩემპიონები გახდნენ. 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჯგუფში ჩარჩნენ.

 

წყარო: lemonde.fr

დღის ამბები