17 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
იბრაჰიმოვიჩმა გულშემატკივარს ქუდი მოხადა და ავტოგრაფი დაუტოვა

ფრანგული პსჟ-ს ვარჯიშის დაწყებამდე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ავტოგრაფები დაარიგა. 

ერთ-ერთმა ფანმა ე.წ. სელფის გადაღება მოინდომა და შვედ ფეხბურთელს ზურგი შეაქცია, ზლატანმა კი მას ქუდი მოხადა და მასზე ხელმოწერა დაუტოვა.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 23 ოფიციალურ შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა.

 

წყარო: პსჟ-ს Twitter-ის ოფიციალური გვერდი.

დღის ამბები