NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მილუოკი ბაქსმა დალას მავერიკს უმასპინძლა და მეტოქე მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე, კრის მიდლტონის 2 ქულიანით, 96:95 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 31:56 წუთი გაატარა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა 9 ქულა, 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ამ მაჩვენებლებით ქართველი თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.
21 მოგებითა და 16 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-5-ე ადგილზე იმყოფება.
ფოტო: არქივი