საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ფრენბურთში, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა სპორტსმენებმა ინგლისის ნაკრები 3:0 დაამარცხეს. შეხვედრა "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ხვალ ბელარუსის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე შესარჩევი ეტაპის საგზურს მოიპოვებს.