აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციამ 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
143 ხმით გამარჯვებული დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელი, პიერ ემერიკ ობამეიანგი გახდა, მეორე ადგილი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, იაია ტურემ დაიკავა (136), ხოლო მესამეზე სუონსის ფეხბურთელი, ანდრე აიუ გავიდა (112).
დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა იაია ტურემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს მთელი აფრიკის სირცხვილია, რადგან ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შიდა მიღწევები არაა მნიშვნელოვანი და ყურადღებას მხოლოდ საზღვარგარეთ მოპოვებულ წარმატებებს ვაქცევთ," - განაცხადა ტურემ.
პიერ ემერიკ ობამეიანგი პირველად გახდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი.