17 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ზიდანის წარმატებული დებიუტი

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19-ე ტურში მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ზინედინ ზიდანის დებიუტი შედგა.

სამეფო კლუბმა დეპორტივოს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 დაამარცხა. მადრიდელთაგან ჰეთ თრიქი გარეთ ბეილმა შეასრულა, დუბლი კი კარიმ ბენზემამ.

ბარსელონამ საკუთარ მოედანზე გრანადა მიიღო და 4:0 გაიმარჯვა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც 3 გოლის გატანა მოახერხა.

ლა ლიგას 19 ტურის შემდეგ 42 ქულით ბარსელონა ლიდერობს, მეორე ადგილზე ატლეტიკოა, ხოლო რეალი მესამე პოზიციაზე იმყოფება.

*ბარსელონას 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

დღის ამბები