NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში დალას მავერიქსი მინესოტას დაუპირისპირდა და მეტოქე 93:87 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 32 წუთი გაატარა და 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება შეასრულა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში მე-19-ე ორმაგი დუბლი მიითვალა. ფაჩულია დირკ ნოვიცკისთან ერთად თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.
22 მოგებით და 16 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-5-ე ადგილზე იმყოფება.
ფოტო: mavs.com