დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს გალა დაჯილდოება გაიმართება და ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი.
აღნიშნული ჯილდოსთვის 3 ფეხბურთელი იბრძოლებს. კრიშტიანუ რონალდო (მადრიდის რეალი), ლიონელ მესი და ნეიმარი (ორივე ბარსელონა)
მესის ოქროს ბურთი 4-ჯერ აქვს მოგებული, რონალდოს 3-ჯერ, ნეიმარი კი პირველად დასახელდა ნომინატებს შორის.
დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.