17 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
კარლო ანჩელოტი - "პერესს ბენიტესის გაშვების საბაბი არ ჰქონდა"

მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესს რაფაელ ბენიტესის გათავისუფლების საბაბი არ ჰქონდა.

"მწვრთნელის სამუშაო ძალიან მძიმეა და შედეგებთანაა დაკავშირებული. რეალმა ბევრი მატჩი ჩაატარა და ფავორიტად რჩება როგორც პრიმერა დივიზიონში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. მე არ მესმის პერესის გადაწყვეტილება, რადგან ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული", - განაცხადა ანჩელოტიმ.

კარლო ანჩელოტი რეალს 2013-2015 წლებში წვრთნიდა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები