საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ილიას ზუროსი მოიაზრება.
eurohoops.net-ის ინფორმაციით, იგორ კოკოშკოვს ბერძენი სპეციალისტი ჩაანაცვლებს.
ილიას ზუროსი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით საბერძნეთმა 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც საქართველოს ნაკრებსაც შეხვდა და მეტოქე 73:60 დაამარცხა.
ზუროსი სხვადასხვა დროს საბერძნეთის ოლიმპიაკოსს, ეფესს და კაუნასის ჟალგირისს ხელმძღვანელობდა.