NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ უორიორზმა მაიამი ჰიტს უმასპინძლა და მეტოქე 111:103 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელ სტეფან კარი გახდა, რომელმაც 31 ქულა, 2 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
დასავლეთ კონფერენციაში გოლდენ სტეიტი პირველზე, ხოლო აღმოსავლეთში მაიამი მეხუთე ადგილზე იმყოფება.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
ბრუკლინი - სან ანტონიო 79:106
ჩიკაგო - ვაშინგტონი 100:114