გუშინ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს გალა დაჯილდოება გაიმართა.
ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ხმების 41.33% მოაგროვა.
გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემაც მიიღო.
მათი არჩევანი ასეთია:
ჯაბა კანკავა: 1. ადგილი - ლიონელ მესი 2. ადგილი - კრიშტიანო რონალდო 3. ადგილი - მანუელ ნოიერი.
კახა ცხადაძე: 1. ადგილი - ლიონელ მესი 2. ადგილი - კრიშტიანო რონალდო 3. ადგილი - რობერტ ლევანდოვსკი.
მეორე ადგილზე გასულლმა კრიშტიანო რონალდომ ხმები შემდეგნაირად გადაანაწილა:
1. ადგილი - კარიმ ბენზემა 2. ადგილი - ხამეს როდრიგესი 3. ადგილი - გარეთ ბეილი.
ლიონელ მესიმ კი პირველ პოზიციაზე ლუის სუარესი დააყენა, მეორეზე ნეიმარი, ხოლო მესამეზე ანდრეს ინიესტა.
წყარო: FIFA.com
ფოტო: GFF.ge