17 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ქართველი სუმოისტების წარმატება

ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სუმოისტებმა.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც დასავლეთის მეცხრე მაეგაშირაა, აღმოსავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა იაპონელი, ენდო, დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველი სუმოისტის აქტივში 2 მოგება და ერთი მარცხია.

თავისი პირველი შეხვედრა მოიგო ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელიც კომუსუბის ტიტულს ატარებს. მან ოძეკი გოეიდო დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას გაგამარუ ჩიოტარიუსთან გამართავს, ხოლო ტოჩინოშინი კისენოსატოს დაუპირისპირდება.

* სუმოში უმაღლესი წოდებაა იოკუძუნა, შემდეგ არის ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი და ბოლოს რიგითი მაეგაშირები.

* ტოჩინოშინი დასავლეთის კომუსუბის ტიტულს ატარებს, ხოლო გაგამარუ დასავლეთის მეცხრე მაეგაშირაა.

ფოტო: არქივი

დღის ამბები