საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, თორნიკე ოქრიაშვილი, თურქული ესქიშეჰირისფორში ღირსებას დაიცავს.
23 წლის ფეხბურთელმა კლუბთან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელს ბელგიური გენკთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
ესქიშეჰირი თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში 10 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
წყარო: eskisehirspor.org.tr