ეროვნული საკლათბურთო ასოციაციის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესის შუალედური შედეგები 14 იანვარს გამოქვეყნდება. All Star-ის ყველა მონაწილე კი 18 იანვარს, გვიან ღამით გაირკვევა.
ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი კამპანია კი აქტიურ ფაზაში შედის. მორიგი აქცია დღესაც გაიმართა. გულშემატკივარები ხალხმრავალ ადგილებში მოსახლეობას ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. დარიგდა საგანგებოდ დამზადებული ფლაერები, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები ხმის მიცემის პროცედურა.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობის მისაღებად ზაზა ფაჩულიაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის პირველ სამეულში უნდა მოხვდეს, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების კაპიტანი მე-8-ე ადგილზე იმყოფება.
მიმდინარე სეზონში ფაჩულიას 19 ორმაგი დუბლი აქვს შესრულებული. დალასი კი 22 მოგებით და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5-ე ადგილზე იმყოფება.