საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს კვლავ მილტონ ჰეიგი უხელმძრვანელებს.
ჰეიგი, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ქართულ რაგბში დიდ წარმატებას მიაღწია, ოფიციალურად რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ წარადგინა. მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ლევან მაისაშვილი იმუშავებს.
რაგბის კავშირსა და მწვრთნელებს შორის ორწლიანი ხელშეკრულება დაიდება.