17 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ესპანიოლის მცველი და ლიონელ მესი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ესპანიოლმა ბარსელონას უმასპინძლა.

მეორე ტაიმის მიწურულს ესპანიოლის მცველი, ალვარო, ლიონელ მესის ეუხეშა. ამ ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელებს შორის მცირე დიალოგი გაიმართა.

"მე მესის ვუთხარი, რომ ის ძალიან დაბალია, მან კი ცუდი ფეხბურთელი მიწოდა. საბოლოოდ ორივე მართლები ვართ", - განაცხადა ალვარომ.

ბარსელონამ ესპანიოლი 2:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 6:1 დაამარცხა.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები