FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალს და მადრიდის ატლეტიკოს უახლოესი 2 სატრანსფერო პერიოდის დროს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აეკრძალათ.
ესპანურმა კლუბებს 18 წლამდე ფეხბურთელების რეგისტრაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. გუნდებს გადაწყვეტილების გასაჩივრებლად 90 დღიანი ვადა მისცეს.
შეგახსენებთ, რომ FIFA-მ ანალოგიური სასჯელით გასულ წელს ბარსელონაც დასაჯა.
*FIFA-ს სანქცია 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდიდან ამოქმედდება.
წყარო: FIFA.com